გაკვეთილის თემა
|
კვადრატული ფუნქციის თვისებები
|
სწავლების საფეხური და კლასი
|
კლასი Ix. საფეხური მე-2
|
მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
8 მოსწავლე. განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები
არ გვყავს
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები და მისაღწევი შედეგები
|
1.კვადრატული ფუნქციის თვისებების განხილვა და . მისი გამიყენება
სასწავლო ამოცანების ამოსახსნელად. 2.კვადრატული ფუნქციის გამოკვლევა გრაფიკის მიხედვით.
ამ თემის შესწავლის შემდეგ
მოსწავლე შეძლებს 1.ფუნქციის
თვისებების გამოყენებას სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად და გრაფიკის ასაგებად.
2.ფუნქციის გრაფიკის თვისებების ინტერპრეტირებას სიდიდეთა შორის დამოკიდებულების
განსაზღისათვის.
|
წინარე ცოდნა
|
ფუნქციის ცნება,განსაზღვის და მნიშვნელობათა არეების
დადგენა,გრაფიკის აგება,ორ წერტილს შორის მანძილის საპოვნელი ფორმულა.
|
ესგ-ით განსაზღრული მისაღწევი შედეგები.ინდიკატორები.
|
მათ.ix.6.მოსწავლე იყენებს ფუნქციებს და მათ თვისებებს
სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად და გამოსაკვლევად.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
·
მოცემული ფუნქციისათვის,რომელიც აღწერს რეალურ ვითარებას,პოულობს
ფუნქციის მნიშვნელობას,ნულებს,მაქსიმუმს/მინიმუმს,ზრდადობა/კლებადობისა და ნიშანმუდმივობის
შუალედებს და ახდენს მათ ინტერპრეტაციას ამ ვითარების კონტექსტში.
·
ახდენს ფუნქციის გრაფიკის
თვისებების ინტერპრეტირებას სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გასაანალიზებლად.
·
ცვლის ფუნქციის პარამეტრებს
და აღწერს ამ ცვლილების შედეგის ინტერპრეტირებას იმ პროცესის კონტექსტში რომელიც
ამ ფუნქციით აღიწერება.
|
შეფასება
|
განმსაზღვრელი, განმავითარებელი, შეფასების რუბრიკა.
|
თანმიმდევრობა,აქტივობა და დრო
|
·
საორგანიზაციო საკითხები
2 წთ
·
გაკვეთილს ვიწყებთ საჭირო წინარე მასალის გახსენებით, ცოდნის
განმტკიცების გაფართოების პროცესით.ამისათვის კლასს მივმართავ იმუშაონ წყვილებში.
პროექტორის საშუალებით ვაწვდი შეკითხვებს და სავარჯიშო ა-ს.პასუხებს საჯაროდ წარმოადგენენ. 13 წთ.
·
ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პასუხების და ამოხსნილი ამოცანების
შესაბამისად მიმდინარეობს მსჯელობა და ვარაუდის გამოთქმა კვადრატული ფუნქციის თვისებების და გეომეტრიული გამოსახვის შესახებ. კვადრატული
ფუნქციის თვისებების შესწავლას ვიწყებთ პარაგრაფში მოყვანილი
მაგალითის განხილვით. ასევე მოსწავლეებთან ერთად განვიხილავთ წინა პარაგრაფის მე-20 ამოცანას. ამის შემდეგ მოსწავლეები უკვე
შეძლებენY=α(Χ-M)2+
აქტივობის გაღრმავება გაფართოების მიზნით კლასს ვყოფ ორ ჯგუფად და ვთავაზობ
ამოხსნან სავარჯიშო ბ , და შეადგინონ მსგავსი ამოცანა მოწინააღმდეგე ჯგუფისთვის. შედგენილი სავარჯიშოების გაცვლის შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ სავარჯიშოს ამოხსნას.ამ აქტივობას ვაგრძელებ კითხვა-პასუხის
რეჟიმში.
აქტივობის დასასრულს ვაძლევ დავალებას, მთელ კლასთან ერთად ვაჯამებ მიღებულ
შედეგებს, ვასახელებ ნაკლს,და ვსახავ გამოსწორების გზას.
25 წთ.
·
ვინიშნავ მოსწავლეთა ინდივიდუალურ შედეგებს,გამოვარჩევ დროებით ჩამორჩენილებს,რათა გავაძლიერო მათთან მუშაობა.საჯაროდ დასახელდება
და შეფასდება წარმატებული მოსწავლეები. ვამხნევებ ყბელას. 5 წთ.
|
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
წინარე ცოდნის გამოსავლენი
შეკითხვები და სავარჯიშო
·
რა ეწოდება
x2
(a
) ფუნქციის
გრაფიკს?
·
რა არის პარაბოლას სიმეტრიის ღერძი?
·
რომელი წერტილია y=ax2 პარაბოლას
წვერო?
·
რა ურთიერთ განლაგება შეიძლება ქონდეს y=2x2 დაy=-2x2 ფუნქციებს?
·
რა სფეროში შეიძლება მოხდეს კვადრატული ფუნქციის გამოყენება?
·
სავარჯიშო:A(1;9),
B(-1;3), C(3;27) წერტილებიდან რომელი ეკუთნის Y=3X2 ფუნქციის
გრაფიკს?
კითხვარი ახალი
მასალის განმტკიცებისათვის
·
რა ფორმულით ვპოულობთ პარაბოლას წვეროს კოორდინატებს
და რა
რიცხვებია ისინი?
·
რამდენი ნული აქვს
Y=ax2+bx+c
ფუნქციას, როცა დისკრიმინანტი
D
D=0.
·
რა არის კვადრატული
ფუნქციის კლებადობის შუალედი, როცა a
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
შეფასების სქემა
კრიტერიუმები/ქულები
|
1-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
კვადრატული ფუნქციის თვისებები
|
ვერ ახერხებს ჩამოყალიბებას
|
ცდილობს და
არ გამოსდის
|
უშვებს შეცდომებს
|
იცის სრულყოფილად
|
გრაფიკის აგება
|
ვერ აგებს
|
ცდილობს აგებას
|
აგებს ხარვეზებით
|
აგებს უშეცდომოდ
|
პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას კვადრატული ფუნქციის
გამოყენება
|
ვერ იყენებს
|
ნაწილობრივ
|
უშვებს შეცდომებს
|
ხსნის ამოცანებს უშეცდომოდ
|
გამოთვლები
|
ვერ ახერხებს
|
ნაწილობრივ ახერხებს
|
უშვებს შეცდომებს
|
არ უშვებს შეცდომებს
|
Комментариев нет:
Отправить комментарий